Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით და ნეო-პროფესიული სოციალური ქსელის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

 

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

 

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.

 

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია, დარეგისტრირდით და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

 

თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დაუსვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

 

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. აქ ისეთი სპიკერები იქნებიან, რომელთა მოსმენაც აუცილებლად დაგაინტერესებთ. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება სამსახური ,,მოიგო“? კი არ მოგესმა, შენზეა დამოკიდებული სამახურით წახვალ თუ არა იქიდან. როგორ? ამას ადგილზე გაიგებ.

 

თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და  შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499

 

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;

გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;

დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;

იპოვოთ სამსახური.

 

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

 

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

 

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი